გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გურამ ნიკოლაშვილი: ხელმწიფო აპარატის და ინსტიტუტების რეაგირება მაქსიმალურ შედეგს იძლევა, რაც გვაძლევს იმედს, რომ კრიზისიდან გაძლიერებული გამოვალთ

27-03-2020

„იმ ფონზე, როცა მოქალაქეები მაქსიმალურად ცდილობენ რეკომენდაციების შესრულებას, სახელმწიფო აპარატის და ინსტიტუტების რეაგირება მაქსიმალურ შედეგს იძლევა, რაც ყველას ერთად გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს განსაცდელი მალე დასრულდება და კრიზისიდან გაძლიერებული გამოვალთ” - მიიჩნევს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც მან ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში“ განაცხადა, წარმოქმნილ გამოწვევებზე სახელმწიფოს ეფექტიანი პასუხი უზრუნველყოფს სტაბილურობას მიმდინარე საგანგებო მდგომარეობისას.

„კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ საქართველოში არამხოლოდ ჯანდაცვის სიტემის, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების გამოცდა მოაწყო. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს საგანგებო მდგომარეობას და ამგვარი ვითარებისას მნიშვნელოვანია, ყველა უწყებამ შეძლოს ახლად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავება. დახურული საზღვრების და მიმოსვლის პირობებში მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მყოფი იმ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების უზრუნველყოფა, რომელთაც ამის სურვილი გააჩნიათ. ამ პროცესს საგარეო საქმეთა სამინისტრო მართავს, რომელმაც ჩარტერული ავიარეისების სპეციალური განრიგი შეიმუშავა. შეიცვალა პენიტენციური დაწესებულების რეჟიმიც, რომელიც მაქსიმალურად დაიხურა, რათა კორონავირუსმა არ შეაღწიოს ბუნებრივ საკარანტინო პირობებში. შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მაქსიმალურად გადავიდა ონლაინ რეჟიმზე. სახელმწიფოს ეფექტიანი პასუხი წარმოქმნილ გამოწვევებზე უზრუნველყოფს სტაბილურობას მიმდინარე საგანგებო მდგომარეობისას. რაც მთავარია, მთლიანობაში შექმნილი სურათი და ინფორმაცია კრიზისის წარმატებით მართვის შესახებ უზრუნველყოფს პანიკისა და თანმხლები შიშების გაფანტვას. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ პანდემიას ეფექტურად ვუმკლავდებით და მოთმინებით ველით მის დასასრულს” - განახადა გურამ ნიკოლაშვილმა.