გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი სააკაშვილზე: ხან ზღვის გადმოცურვა უნდა, ხან კიდე რაღაც სარდაფში გადამალულ $800 მილიონს გვპირდება

27-03-2020

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც სააკაშვილი განმარტავს, რომ უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივად ჩამოსაყვანად კონკრეტული გეგმა აქვს.
ექსპერტის თქმით, სააკაშვილი ასეთი განცხადებებით თავის პარტიას ვნებს და მომხრეებს აკარგვინებს.
"მიხეილ სააკაშვილი იქნებ გააჩუმოს ვინმემ. ყოველდღე სისულეების ლაპარაკი ისევ თავის პარტიას ვნებს და თავისავე მომხრეებს აკარგვინებს.

პარადოქსია პირდაპირ, გქონდეს შენი საკუთარი არხი, პროპაგანდის სხვა საშუალებები და "საკუთარ ფეხში ისროდე" ყოველი შენი გამოსვლით. ესეთი რამეს პირველად ვხედავ...

ხან კორონავირუსზე საუბრობს, ხან ქართველების ჩამოყვანის პროცესით არის უკმაყოფილო, ხან ზღვის გადმოცურვა უნდა, ხან კიდე რაღაც სარდაფში გადამალულ $800 მილიონს გვპირდება...

ეს ყველაფერი უკვე ფსიქიატრიის სფეროს კომპეტენციაა...

გააჩუმეთ უკრაინის მოქალაქე!"- განაცხადა მჭედლიშვილმა.