გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გვიხარიხართ!, გვიყვარხართ!, გვეამაყებით! - საჯარო უწყებები ოფიციალურ გვერდებზე დეპუტატს დაბადების დღეს ულოცავენ

15-11-2017

გვიხარიხართ! გვიყვარხართ! გვეამაყებით! - ასე ულოცავს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის ოფიციალური ფეისბუკგვერდი დეპუტატ ლადო მგალობლიშვილს დაბადების დღეს. 

ეს არის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალური პლათფორმა, სადაც საკანონმდებლო ორგანო კომისიის წევრების ინიციატივებს, გაწეულ სამუშაოსა და უწყების სხვა სიახლეებ ავრცელებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ  მილოცვა  მათი ინიციატივა არ ყოფილა: " ჩვენი სამსახურის ინიციატივა არ ყოფილა, კომიტეტის თანამშრომლებმა თავის გვერდზე მიულოცეს, ცუდი არაფერია ამაში" - აცხადებს ფერიდე უსტიაშილი.

როგორ აფასებს  სამსახურის უფროსი ოფიციალური პლათფორმის ამ ფორმით გამოყენებას?  "არა მგონია ამას უკურეაქცია ჰქონდეს, დაბადების დღეს ულოცავენ",- ამბობს ფერიდე უსტიაშილი

კიდევ ერთი საჯარო უწყება, რომელმაც  დაბადების დღის მისალოცად თავისი ოფიციალური ფბ გვერდი გამოიყენა, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრია. 


 


წყარო: "აჭარის ტელევიზია"