გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს

28-03-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდგომარეობის მე-6 დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და პირველმა მოადგილემ ზურაბ ჭუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან, მერთან დავით შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟოროლიანთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. გუბერნატორს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირსუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს.