გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არის თუ არა ციმბირის წყლულის აჭარაში გავრცელების საშიშროება

12-02-2018

თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, სავარაუდოდ, ციმბირის წყლულის გამო, 70-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული

აჭარაში ციმბირის წყლულის გავრცელების საშიშროება არ არის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ.

სავარაუდოდ, ციმბირის წყლულით დაავადებული 73 ადამიანი თურქეთის პროვინცია ტრაპიზონში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 190 კილომეტრში მდებარეობს, საავადმყოფოებში მოათავსეს. აქედან ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

„ტრაპიზონი აჭარიდან საკმაოდ შორს არის. ეპიდემიური თვალსაზრისით გამორიცხულია, რომ ციმბირის წყლული აჭარაში გადმოვიდეს. ჩვენ ვამოწმებს ხორცს, ამასთან, თურქეთის ხელისუფლება ტავის საკარანტინო ზომებს მიმართავს", — განაცხადა ნიჟარაძემ.

თურქული მასმედიის ცნობით, გასულ კვირაში ტრაპიზონში ციმბირის წყლული ერთ-ერთ კერძო მეურნეობაში ძროხას გამოუვლინდა. მიუხედავად ხელისუფლების გაფრთხილებისა, პატრონმა დაკლა ძროხა და მეზობლებს დაურიგა.

ყველა დაავადებულს ხორცის მირთმევის შემდეგ აღენიშნებოდა სისუსტე და პირღებინება. სამ პაციენტს დიაგნოზი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილი ქალიც დაინფიცირებული იყო.

რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ ინციდენტის გამოძიება. დასახლებულ პუნქტში, რომელშიც ცხოვრობენ პაციენტები, ჯერჯერობით კარანტინი არ ამოქმედებულა, ნათქვამია განცხადებაში.

"სპუტნიკ"