გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ხანძარს ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

29-03-2020

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ყვარლის მუნიციპალიტეტში. 80 წლამდე მარტოხელა ქალმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა და დაიწვა. შემთხვევა ცოტახ ნის წინ მოხდა. ყვარლის მერის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ შეშის ღუმელიდან გაჩნდა.

"80 წლამდე ქალი, სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ვიცით, შეშის ღუმელი აანთო და დაიძინა. სავარაუდოდ აალება გამოიწვია ღუმელმა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა," - განაცხადა ყვარლის მერმა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურები და პოლიციაა მობილიზებული.

რუსთავი2