გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია მეზვრიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება

31-03-2020

როდესაც ვსაუბრობთ სიმკაცრეზე, როდესაც ვსაუბრობთ აღსრულებაზე, მიდგომა ყველას მიმართ ერთიანი იქნება. თუ წესი დაირღვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმოქმედებენ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმები არის საკმაოდ მკაცრი და პოლიცია დამრღვევების მიმართ გამოიყენებს შესაბამის ზომებს.


„ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მოქალაქეებს, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ და თუ წესებს დაარღვევენ, პოლიცია მათ მიმართ გამოიყენებს შესაბამის ზომებს. ეს ჩვენთვისმ საჯარო მოხელეებისთვისაც არ არის მარტივი პროცესი. პოლიცია, თავდაცვის ძალები, ექიმები, 24 საათიან რეჟიმშ მუშაობენ. ამ ადამიანების რესურსი არ არის ამოუწურავი, ამიტომ, გთხოვთ, ეს გაითვალისწინოთ, რადგან მხოლოდ მთავრობის რეგულაციებით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, თუ მოქალაქეეების მხრიდან არ იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.