31-03-2020
აჭარის მთავრობა „აგროჰაბთან“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“ ერთად იწყებს ერთობლივ აქციას მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად. აქციის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება გამოხატოს სოლოდარობა მოხუცების მიმართ და „აგროჰაბში“ შეიძინონ სპეციალურად მათთვის შერჩეული პროდუქტები, რომელიც მოიცავს როგორც სააკვებ ასევე, ჰიგიენურ საშუალებებს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ აქტიობაში ჩართულ მხარეებს , მოხალისეებს მადლობა გადაუხადეს და აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
„დღეს ყველა, გაერთიანდა ერთი დევიზის ,,სიკეთის კეთების’’ ირგვლივ. აჭარის მთავრობის მხრიდან დაიწყო სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული აქცია. გარდა ამისა, ძალიან ბევრი კერძო ორგანიზაცია, თუ ინდივიდუალურად ცალკე ადამიანები მზად არიან დაეხმარონ იმ რისკ ჯგუფში შემავალ ადამიანებს, ვინც ჩვენ საზოგადოებში ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენ თანადგომას. აჭარის მთავრობა „წითელი ჯვართან“ ერთად, გაუწევს ორგანიზებას-სურსათსა და მედიკამენტებს მიაწოდებენ ბენეფიციარებს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მიმართულებითაც იქნება აქტიური და შევძლებთ ერთად დავეხმაროთ ძალიან ბევრ ადამიანს’’- აღნიშნა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
შეგროვილი პროდუქტები დაფასოვდება და აჭარის მთავრობის მხარდამჭრით „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებლ მოხალისეებთან ერთად გადაეცემა ბენეფიციარს.