გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვების გადაცემა დაიწყო

31-03-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ლანჩხუთს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის“ მართვაში არსებულ 21 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის სრული გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

ასევე საკვები პროდუქტი მარტოხელა მოხუცებსა და მრავალშვილიან ოჯახებსაც გადაეცა.

"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში დღეს პროდუქტების გაცემა დაიწყო. 1145 აღსაზრდელი მიიღებს საკვებ პროდუქტებს" - განაცხადა ლანჩხუთის მერის მოადგილე, ეკა გუჯაბიძემ.