12-02-2018
რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში გოგებაშვილის ქუჩაზე შუა ასაკის ქალბატონს ჩანთიდან ფული მოპარეს.
როგორც თვითმხილველები "გურიის მოამბეს" ეუბნებიან, ოზურგეთში, ხმამაღალი ყვირილისა და ტირილის ხმა #4 საჯარო სკოლის წინ მდებარე პარკიდან ისმოდა, სადაც ქალბატონი შველას ითხოვდა: "ყვირილის და კივილის ხმა გვესმოდა. შუა ასაკის ქალბატონი ტიროდა, რომ ბანკში გადასახდელი ფული 450 ლარი ჩანთიდან ამოაცალეს. მერე იქ პოლიციის მანქანაც დავინახეთ, ეს ქალბატონი ესაუბრებოდა"-გვეუბნება ერთ-ერთი თვითმხილველი.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალბატონი ამ წუთებში იმყოფება პოლიციაში და ფაქტის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მისი გამოკითხვა.