გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მაია ცქიტიშვილი: ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი - 671 000 აბონენტს დაუფინანსდება

1-04-2020


„პრემიერ-მინისტრის მხრიდან თქვენ მოისმინეთ დაანონსებული ნაწილი იმ ღონისძიებებისა, რომელზეც ჩვენი გუნდი მუშაობს. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს ზრუნვას, პირველ რიგში, იმ მოქალაქეებზე, რომელთაც პრობლემა შეექმნათ ამ განსაკუთრებული ვითარების და პანდემიის გამო. გარდა აქამდე მიღებული ზომებისა, ამ ეტაპზე, იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება თვის განმავლობაში არ აღემატება 200 კილოვატს და ასეთი ოჯახი საქართველოში არის 1 200 000 მათ სახელმწიფო მარტში, აპრილსა და მაისში დარიცხულ გადასახადს აუნაზღაურებს როგორც ელექტროენერგიის, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ამ შეღავათით ისარგებლებს 1 200 000 ოჯახი.


აგრეთვე, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი აირის მოხმარება არ აღემატება 200მ3-ს თვეში მარტში, აპრილსა და მაისში სახელმწიფო გადაუხდის დარიცხულ გადასახადს და ამ შეღავათით ისარგებლებს 671 000 ოჯახი,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან - 2 მილიარდი ლარიდან შეძლო მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე შეეთავაზებინა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც მთავრობა ეტაპობრივად განახორციელებს.


„ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეძლო ბიუჯეტში გამოთავისუფლებული რესურსიდან - 2 მილიარდი ლარიდან შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე, თუმცა როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ შესაძლო დახმარებისა, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზებთ., რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, გავაგრძელებთ იმ კონკრეტული ღონისძიებების შეთავაზებას, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნებისა და იმ ჯგუფების დასახმარებლად, რომლებიც ყველაზე მეტად იგრძნობენ პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ შედეგებს.

ჩვენ გუნდს ამ 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული აქვს ზომები ბიზნესისთვის და გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ამ ზომების ეტაპობრივად მიწოდებას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით. პირველ რიგში ვიმედოვნებთ, რომ ამ მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს და არც ერთ მოქალაქეს არ დატოვებს შემოსავლისა და სამსახურის გარეშე, თუმცა თუ ეს მოხდა ამისთვის ჩვენ აღმოვჩნდებით მზად და მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა და ბიუჯეტი გვაძლევს,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.