გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

1-04-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სოფელ ლესაში წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც 500 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება.

ქალაქის 9 ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა. ამ დროისთვის სამუშაოები ჭანტურიასა და წერეთლის ქუჩებზე ტარდება. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.
ქალაქის სამ ქუჩაზე (კუპრეიშვილი, კვირკველია, გორგასალი) მრავალბინიანი სახლების გადახურვა მიმდინარეობს, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 390 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ადგილზე დაათვალიერა.