გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ეს პოლიტიკური სპეკულირებაა

2-04-2020

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარების სურვილი აქვს, ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით გამოთქმული სურვილები პოლიტიკური სპეკულირებაა.

„ბევრი სპეკულირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყვანასთან დაკავშირებით. ვიღაც რაღაც სურვილებს გამოთქვამს, წერილები იწერება, კანცელარიაში. ერთი რამ მინდა ვთქვა - ეს ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება.

ვინმეს თუ საქართველოს მოქალაქის ან ქვეყნის დახმარება სჭირდება, სურვილი აქვს ან შეუძლია, არანაირი ნებართვა არ სჭირდება იმას, რომ რეისი განახორციელო ევროპის ერთი ქვეყნიდან საქართველოში, არანაირი. საჭიროა უბრალოდ, მიმართო იმ ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებას და ეს ორგანიზდება ზუსტად ნახევარ საათში. იმის მაგივრად, რომ პოლიტიკური კეკლუცობა და ადმინისტრაციებში წერილები და რაღაც სისულელე ქაღალდები ვატაროთ, ყველას, ვისაც შეუძლია, ბიზნესმენი იქნება თუ პოლიტიკოსი, აქვს სურვილი, ჩვენს მოქალაქეებს მიეხმაროს, უბრალოდ, გამოაცხადონ, რომ ისინი აკეთებენ ამ რეისს, ამ ფრენას ნებისმიერი ქალაქიდან. ამას კანცელარიაში მისვლა კი არ სჭირდება, ავიაციასთან მიმართვა სჭირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.