გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთის ტერიტორიას მეხუთე დღეა აკონტროლებს

4-04-2020

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან უკვე მეხუთე დღეა, რაც თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ფოთში შემავალი და გამომავალი ორი ძირითადი გზის კონტროლს ახორციელებს. ქალაქ ფოთის 2 ლოკაციაზე მოწყობილია გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები. კორონავირუსის პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მკაცრად კონტროლდება მოქალაქეთა გადაადგილება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამხედრო მედპერსონალის მიერ ხორციელდება მოქალაქეებისთვის თერმული სკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა. სწრაფი რეაგირების რქბ ჯგუფის მიერ კი, საგუშაგოზე მიმდინარეობს ყველა სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია სპეციალური ხსნარით.