გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალში" მაღალი ტემპერატურით 9 მოქალაქე შეიყვანეს, საეჭვო პაციენტების ანალიზის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

7-04-2020

საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 9 მოქალაქეა მოთავსებული.

მათგან საეჭვო სიმპტომის მქონე პაციენტებს შესაბამისი ნიმუშები უკვე აუღეს და ლაბორატორიულ კვლევაზე გააგზავნეს.

დაუდასტურდებათ თუ არა მათ კორონავირუსი, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

"ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორის დავით ჯიქიას ინფორმაციით, კლინიკაში 9 პაციენტია მოთავსებული, თუმცა ამ ეტაპზე ცხელება მხოლოდ ერთს აღენიშნება.

"9 პაციენტი მოვათავსეთ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შემოსვლის დროს ყველას აღენიშნებოდა ცხელება, ახლა კი მხოლოდ ერთს აქვს სიცხე. საეჭვო პაციენტების ანალიზები გადაგზავნილია და ველოდებით პასუხს,"- განაცხადა დავით ჯიქიამ.

რუსთავი2