პარასკევი, აპრილი 18, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 10000-მდე დევნილ ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს გადასცემს

8-04-2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად საქართველოს მთავრობის სტრატეგიიდან გამომდინარე,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში  შეიქმნა  სათათბირო ორგანო-საკოორდინაციო  საბჭოს  სახით,  რომელიც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჩართულობით  უზრუნველყოფს  ერთიანი  პოლიტიკის   გატარებას  და  იძულებით გადაადგილებულ  პირთა  აქტიურ  დახმარებას. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის არაერთი ღონისძიება განხორციელდა. დახმარება გაეწიათ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ დევნილთა მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სადეზინფექციო დისპენსერები გადაეცათ. 

მომდევნო დღეების განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10000-მდე ბენეფიციარს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცემათ. დარიგების პროცესში აქტიურ მონაწილეობას  სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მიიღებენ.

ასევე,  აღდგომის დღესასწაულზე დევნილებს სადღესასწაულო  ნობათები და აფხაზეთის მთავრობის  სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ბზის ნერგები დაურიგდებათ. აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.