გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია ვოლსკი: 100 მილიონი არ არის გამონაკლისი და გასაკვირი

9-04-2020

„შექმნილი ვითარების ანალიზის მთავარი ფორმულა შეიძლება ასე გამოვიყვანოთ - არსებობს გარკვეული მოვლენა, გარკვეული საგანი, გარკვეული ვითარება და ამის გარშემო არსებობს სხვადასხვა მოსაზრება. თვითონ ამის არსი, რაც გაკეთდა ან რაც არის გაკეთებული არ იცვლება. არსი არის ის, რომ ფონდში გადარიცხა 100 მილიონი ლარი, არსი არის ის, რომ 100 მილიონი არ არის გამონაკლისი და გასაკვირველი ამბავი ჩვენთვის, იმიტომ რომ ქვეყანას სხვადასხვა დროს ქონდა მძიმე მდგომარეობები და 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ კაცს არ დაუყვედრებია არაფერი. იმიტომ, რომ თავად ასეთი არსის ადამიანია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონა ვირუსის ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის ფაქტს. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა “POSTV” - ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„საჭიროა? გააკეთა! კიდევ გახდება საჭირო? კიდევ გააკეთებს! ამის გარშემო ატეხილია უზნეო შეფასებები. ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, სულ არ ვიქნებით ამ ქვეყანაზე და საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი დარჩება. სამებასთან დაკავშირებით მისი შეფასებები გვახსოვს და არ დაუჩემებია არაფერი. ვინმემ ვიცოდით საერთოდ რა ჩარიცხა, რამდენი ჩარიცხა, იმიტომ რომ ყოველთვის ასეთი მიდგომა და პრინციპი ქონდა. ამასთან ერთად მხოლოდ თანხების ჩარიცხვა არ არის - რამდენი ხალხია დასაქმებული არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაში, არამედ საერთოდ. რამდენი ქველმოქმედება უკვე არის გაწეული და რამდენი თანხები შედის ბიუჯეტშიც. ასე რომ ყოველივე ამისგან შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი და მითუმეტეს ნეგატიური, ვფიქრობ რომ უზნეობაა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​