გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში ქუჩების დეზინფექციისა და მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა

10-04-2020

ახალციხეში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. წუხელ, გვიან ღამით, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და მოირეცხა ქალაქ ახალციხის ცენტრალური ქუჩები, მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელების მიმდებარე ტერიტორიები.

სამუშაოები სახცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი კოორდინაციით ჩატარდა. ქუჩების მორეცხვისა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

პრევენციული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა ერთობლივად განახორციელეს.