გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და არჩილ თალაკვაძის ბიურო თანამოქალაქეების დახმარებას განაგრძობს

11-04-2020

“ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო თანამოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. კერძო სექტორის, კომპანია “შილდა”-ს და ფონდის “ქართული გალობა” მხარდაჭერით, საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ და ბიუროს უფროსმა ლაშა ჭელიძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად ოზურგეთის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და მათ ძირითადი მოხმარების პროდუქტები სახლებში მიუტანეს. კერძო სექტორის მხარადჭერით, პირველადი მოხმარების პროდუქტები სოციალური პრობლემების მქონე 200 ოჯახს გადაეცემა.