გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

13-04-2020

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან საცხოვრებელ სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით.