14-02-2018
ბაღდათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
შედეგად, 7 თვის ბავშვი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო მძღოლმა, რომელიც ბავშვის ბაბუა იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება 267-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. სუიციდის ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.