გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლენტეხში არასწრულწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

14-04-2020

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში არასწრულწლოვანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლენტეხში ამ დრომდე ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. ამ ეტაპისთვის ლენტეხის ცხელების ცენტრში პაციენტები არ ჰყავთ.

მელე ამ დროისთვის ყველაზე დიდი რისკის ზონაა, რადგან კაცი, რომელსაც COVID-19 პირველად დაუდასტურდა, ამ სოფელში იმყოფებოდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე მისი ოჯახის ოთხ წევრს, მათ შორის მცირეწლოვანს. ლენტეხის მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხე დღეა ჩაკეტილია.

საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge