გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წალკის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარბუქმა გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა

14-02-2018

წალკის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობამ, ძლიერმა ქარბუქმა და ნამქერმა, გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ განაცხადა, დიდთოვლობისა და ნამქერის გამო, გუშინ ჩაკეტილი იყო სოფლების - არსარვანის, გოდაკლარისა და ჩოლარის გზები. დილიდან ქარი ჩადგა და გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, დაბალი ტემპერატურის გამო, მოყინული იყო წალკის გზები, სადაც ტექნიკური მარილი უკვე დაიყარა.
,,თუ სხვა სოფლებშიც შეიქმნება გადაადგილების პრობლემა, ტექნიკა მობილიზებულია და გზების გაწმენდა დაუყოვნებლივ მოხდება", - განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერმა.

"ინტერპრესნიუსი"