გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზუგდიდის გამგეობაში ექვსი თვის განმავლობაში 365 000 ლარზე მეტი პრემია გაიცა

6-11-2017


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით პრემიის სახით სულ 365 425 ლარი გაიცა. მონაცემები რადიო „ათინათმა“ გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო.

 

მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, მას შემდეგ, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია გახდა, მან პრემია მხოლოდ ერთხელ, მიმდინარე წლის 7 აპრილს აიღო და პრემიის ოდენობამ 1 325 ლარი შეადგინა. 1 200 ლარი მიიღო პრემიის სახით მისმა პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, ხოლო მოადგილემ თამაზ ჟორჟოლიანმა 1 100 ლარი.


 

სულ 7 აპრილს ზუგდიდის გამგეობაში 131 825 ლარი გაიცა. მანამდე 2016 წლის დეკემბერში პრემიის სახით გამგეობის თანამშრომლებმა 202 700 ლარი აიღეს, ხელშეკრულებით დასაქმებულებმა 9 900, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშომლებმა კი 11 000 ლარი. ხოლო მიმდინარე წლის 22 მაისს კი 10 000 ლარი.

 

2016 წლის დეკემბრამდე, ოთხი თვის განმავლობაში გამგეობის თანამშრომლებმა პრემიის სახით სულ 548 225 ლარი მიიღეს, რაც 2014 წლის შესაბამის მონაცემს (240 350ლარი) აღემატება. პრემიის ყველაზე მეტი რაოდენობა კი ზუგდიდის გამგეობაში 2015 წელს გაიცა და მისმა ოდენობამ 796 320 ლარი შეადგინა. 


  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ რადიო „ათინათისთვის“ მოწოდებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მითითებულ წლებში (2014, 2015, 2016, 2017) გამგეობაში სახელფასო დანამატები არ გაცემულა.

 


 

წყარო: რადიო "ათინათი"