გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სამეგრელოში, დაინფიცირებული ექიმის შვილს და მეუღლეს COVID19 არ დაუდასტურდა

15-04-2020

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,ამ დროისთვის ჩვენს რეგიონში გვაქვს კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა, ერთი ზედაეწერელი მამაკაცი, რომელიც იყო პირველი ინფიცირებული ჩვენს რეგიონში უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა სახლში, მეორე მოქალაქე, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონია გუშინ აუღეს ანალიზი და უარყოფითი პასუხი გვაქვს, თუ დღესაც უარყოფითი ანალიზები ჩამოვა მასაც გაწერენ სახლში.

რაც შეეხება მესამე შემთხვევას 72 წლის ექიმს, რომელიც არის ფოთიდან და უკავშირდება ქობულეთის კლასტერს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბედნიეროდ მისი შვილის და მეუღლის ანალიზები ჩამოვიდა და უარყოფითი პასუხებია. ექიმის კონტაქტები ცნობილია და მასზე დამატებით ეპიდემიოლოგები მუშაობენ“ განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 51პირი იმყოფება, მათგან 7 პირი დღეს დატოვებს საკარანტინო სივრცეს. რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 111 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 788 მოქალაქეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან საუბარში, რუხის საავადმყოფოზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება მზადაა პაციენტების მისაღებად.