გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში ყველა ოჯახს დეპუტატისგან სასურსათო ნობათი გადაეცა

15-04-2020

რაჭა-ლეჩხუმ -სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კორონა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, სოფელ მელეში იმყოფებოდა.

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა ამ სიტუაციაში,როდესაც ჩვენი ჯანმრთელობა ერთმანეთის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, ჩვენი ვალია გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ ადამიანების პასუხისმგებლობა ამ პრობლემის წინაშე ძალზედ მაღალია. ითვალისწინებენ სახელწიფოს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და მაქსიმალურად იცავენ იზოლაციის წესებს"-განაცხადა ენუქიძემ.