გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი ხახუბიამ ფოთში 400 მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადასცა

16-04-2020

საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ბიუროს ორგანიზებით ფოთში მცხოვრებ 400- მდე ოჯახს სააღდგომოდ სასურსათო კალათა გადაეცა. სასურსათო კალათა მიიღეს მარტოხელა მშობლებმა, ობოლმა ბავშვებმა, 18 წლამდე შშმ პირებმა, ასევე 80 წელს ზემოთ მყოფმა კულტურის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა და პედაგოგება.

„ხელისუფლება, ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის შესაჩერებლად. ამ რთულ პროცესში სოციალური პასუხისმგებლობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთში ასობით ადამიანს მივაწოდეთ სასურსათო კალათა და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მთავარი ახლა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა - გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში“, - განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხა.