გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურჯაანში მარტოხელა მოხუცებისთვის საჭირო მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი მოქმედებს

16-04-2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა მოქალაქეებს საჭირო მედიკამენტების და საკვები პროდუქტის სახლში მიტანით ემსახურება.

სოციალურ აქციაში, მერიის თანამშრომლებთან ერთად, ის ახალგაზრდა მოხალისეებიც არიან ჩართულნი, რომლებმაც დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.

"როგორც იცით, ახალი კორონავირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეებისთვის წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების გარეთ გასვლა შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტი მათთვის სახლში მიგვეტანა, რაშიც აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ახალგაზრდა მოხალისეები. მინდა, მადლობა გადავუხადო ახალგაზრდებს ამ და კიდევ არა ერთი განხორციელებული სოციალური აქტივობისთვის"- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს, აღნიშნული მომსახურების მისაღებად შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე - 599852200 და გაიარონ რეგისტრაცია, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერია და ახალგაზრდა მოხალისეები მათ დახმარებას აღმოუჩენენ.