გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქვეყნის რეგიონებში ვეტერანთა თანადგომის აქციები გრძელდება

17-04-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.

მიმდინარე წლის 16 აპრილს, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს წარმომადგენლებმა, რეგიონის სამივე - ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანთა თანადგომის აქციები ჩატარდა, ასევე, ონის, ამბროლაურის, ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ხონის, სამტრედიის, ჭიათურის, საჩხერის, თერჯოლის მუნიციპალიტეტებშიც.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.