16-11-2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ვ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 191 აბი, 35 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული „სუბოქსინის“ ფხვნილი ამოიღეს“ – აცხადებს შსს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].
წყარო: გაზეთი "ბათუმელები"