გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

შოთა რეხვიაშვილი - ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი იქნებიან, თუ ქვეყანაში ცუდად იქნება საქმე

22-04-2020

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი მარნეულში გზის გადაკეტვას დაგეგმილ პოლიტიკურ აქციას უწოდებს. მხარის გუბერნატორი ადგილზე იმყოფებოდა.

„ამათ საქმე არ აინტერესებთ, ამათ პრობლემები არ აქვთ. ეს არის მასკარადი, ეს არის კლოუნადა“, – ასე შეაფასა მან აქცია.

ამასთან, შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალები არ უნდა ქმნიდნენ ადამიანების ასეთ კონცენტრაციას, რათა დაავადება არ გავრცელდეს. მან ასევე კომენტარი გააკეთა აქციის მონაწილეების შეძახილებზე: „მიშა, მიშა“.

„ამ სიტუაციაში, პოლიტიკური ძალა უნდა უფრთხილდებოდეს, რომ ასეთი კონცენტრაცია არ იყოს და დაავდების გავრცელება არ იყოს. ჩვენ შევაკავეთ მარნეულში დაავადება, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც ბედნიერი არიან იმით, რამდენად ცუდად იქნება ქვეყანაში საქმე, რამდენად ბევრი იქნება ინფიცირებული და რამდენად ბევრი გარდაიცვლება. საუბედუროდ, ასეა. ელოდონ, მიშას ერთი 50 წელიწადი, კიდევ ელოდონ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რეხვიაშვილმა ასევე ისაუბრა აქციის მონაწილეების პრეტენზიების შესახებ, როლებიც მათი პროდუქციის რეალიზაციას ითხოვენ.

„ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს ეს პროდუქტი. ახლაც შევიდნენ იმ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები შევიდნენ და გადმოიტანონ, რეალიზება მოხდეს მარნეულის პროდუქტის. მათ სორის, ბოლნისშიც შევიდეს. დღევანდელ ფორსმაჟორში რაღაც გაურკვევლობისგან არავინ არ არის დაზღვეული, ხომ ასეა. იდეალური პროცესი შეიძლება არსად არ იყოს, რაღაც ხარვეზმა შეიძლება იჩინოს თავი. მივედით, გავარკვიეთ, შევპირდით მოსახლეობას, რომ დისტრიბუციასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. ქალაქის მოსახლეობა იცით, რომ გასულია რეგიონებში, ქალაქში იმდენი მოთხოვნა არ არის პროდუქტის, როგორც იყო. ამიტომ მოსაგვარებელია რეგიონების მომარაგება. ვაკეთებთ ყველაფერს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვართ ყოველწუთიერ ურთიერთობაში, დისტრიბუციას აქვს თავისი პრობლემები, რომ უფრო მეტი ინტენსივობით მოვიდეს და გამოიტანოს ეს პროდუქტი“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მარნეულისა და სოფელ შულავერის დამაკავშირებელი გზა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ დღეს გადაკეტა. ისინი მკაცრი კარანტინის რეჟიმს აპროტესტებდნენ, რომელიც რეგიონშია შემოღებული. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიშა, მიშა“. ადგილზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ახმედ იმამკულიევი. მისი თქმით, არ იცის, ვინ მოახდინა აქციის ორგანიზება. აქციაზე ასევე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აზერ სულეიმანოვი. ადგილზე მივიდნენ მარნეულის მერი ზაურ დარგალი და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი.

1tv.ge