გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მარნეულის აქცია მათი დაორგანიზებულია

22-04-2020

"ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულია აქცია, თუმცა, ამას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა, ბატონი იმამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობია აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამკულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს ამ აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.