გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი გაიზარდა

23-04-2020

გადაადგილების მკაცრ შეზღუდვას თავდაცვის ძალები სამართალდამცავებთან ერთად აკონტროლებენ.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალი იმერეთის რეგიონში კიდევ უფრო გაიზარდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საკონტროლო პუნქტები დღეს დილიდან მოეწყო. III ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამართალდამცავებთან ერთად ღვანკითში გადაადგილების შეზღუდვის 5 პუნქტი მოაწყვეს.

სამხედროების მთავარი ამოცანა შსს-ს ძალებთან კოორდინაციით ავტომანქანების მოძრაობის კონტროლია. სოფელში შესვლა დღეიდან მხოლოდ პირველი დანიშნულების ავტომანქანებს შეუძლია. ძირითად საგუშაგოზე სამხედროები ავტომანქანების დეკონტამინაციასა და მგზავრთა თერმოსკრინინგსაც ატარებენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა სამოქმედო არეალში აქტიურადაა ჩართული. დღეის მდგომარეობით სარდლობის ქვედანაყოფები 46 ჩექპოინტზეა მობილიზებული.