გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შოთა რეხვიაშვილი აღმამედლოში შეკრებილებს: აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი

23-04-2020

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შეკრებილებს მიმართა, სადაც პროდუქციის ჩაბარებისას მოსახლეობა სოციალური დისტანციას არ იცავს.

„აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, ხვალიდან პროცესი უფრო ორგანიზებული იქნება, რადგან დაიწერება სია, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა პროდუქციას ჩააბარებს.

„უბრალოდ ვხედავთ აქ სხვა ძალიან ბევრ დარღვევას, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი. უნდა გავწეროთ ჩვენ ამ ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ, რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს და დისტანცირება არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა და მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს. დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო, პროდუქცია კი გადის, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ყველაფერი დარღვეულია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

აღმამედლოში შეკრებილ მოქალაქეებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ.

imedinews.ge