გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახეთში კორონავირუსი 15 მოქალაქეს არ დაუდასტურდა

24-04-2020

კახეთში კორონავირუსი 15 მოქალაქეს არ დაუდასტურდა. ლუგარიის ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ნიმუშების პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანალიზების სინჯები გუშინ, როგორც ე.წ. ცხელების კლინიკებიდან, ისე საკარანტინო ცენტრებიდან აიღეს.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

კახეთის 10-საკარანტინი ზონაში 581, ხოლო თვითიზოლაციაში 15 ადამიანი რჩება. სპეციალისტების მეთვალყურეობა კი, 4 მოქალაქეს მოეხსნა.

საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge