გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში მამაკაცს COVID-19 დაუდასტურდა

25-04-2020

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს, ლაბორატორიული კვლევებით COVID-19 დაუდასტურდა. ის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, საკარანტინე ზონიდან კლინიკა „იმედში“ მოწყობილ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს, საიდანაც პასუხი დღეს მიიღეს.

„ჩვენთან გუშინ შემოიყვანეს, დღეს დილით პასუხების მიღების შემდეგ წაიყვანეს, სავარაუდოდ გორის ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. ჩვენი რეგიონის მაცხოვრებელი არ არის, ახალციხეში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა“, - გვითხრა ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ბარძიმაძემ.

ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში რვა პაციენტი რჩება, აქედან სამის ბიოლოგიურ მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. პასუხებს სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ.

პია