გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში 2 საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან

25-04-2020

თერჯოლის ე.წ. ცხელების ცენტრში ორი საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან.

ნიმუშები ლაბორატორიაში დღეს გაიზავნა და პასუხები გვაინ ღამით გახდება ცნობილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კლინიკას ექვსმა პაციენტმა მიმართა. ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ბოქსირებულ განყოფილებებში ოთხი პაციენტია მოთავსებული. ორს პნევმონია აღენიშნება.

კლინიკაში გუშინ გადაგზავნილი ხუთი პირის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge