გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კორონავირუსით დაინფიცირებული ლენტეხის მკვიდრი გამოჯანმრთელდა

26-04-2020

ლენტეხში დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტების განმარტებით, პირველადი შედეგი ასევე უარყოფითია მის მცირეწლოვან შვილთანაც, დღეს იქნება განმეორებითი ტესტირების შედეგი და იმედია, მამა-შვილი ერთად დატოვებენ კლინიკას.

სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე ლენტეხის ბლოკ პოსტთან იმყოფებოდა,საიდანაც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დროული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.

აგრეთვე, რწმუნებული მადლობას უხდის ექიმებს,მოსახლეობას და პროცესებში ჩართულ სამინისტროებს.

ამ ეტაპზე, ლენტეხის ე.წ ცხელების ცენტრში და ასევე, თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი არ იმყოფება.

შეგახსენებთ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 5 აპრილს დაფიქსირდა.