გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ეკატერინე ტიკარაძე: ავსტრია, როგორც საქართველო, მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ახლა გეგმავენ ანტისხეულების ტესტირებას, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ

27-04-2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევროპის ქვეყნებს შორის ავსტრიას გააჩნია ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის კუთხით.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ავსტრიელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრის დროს აღნიშნა.

ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა, რუდოლფ ანსჩობერმა და ეკატერინე ტიკარაძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

საუბარი შეეხო ტესტირების სტრატეგიას, მკურნალობის მეთოდებსა და პროტოკოლებს, ასევე ვირუსის მართვის კუთხით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად გლობალურ გამოწვევაზე, რაც კოვიდ ინფექციის გავრცელებას შეეხება მსოფლიოს მასშტაბით. რაც გამოიკვეთა, არის რომ ავსტრია, როგორც საქართველო, მიმართავს მიზნობრივ ტესტირებას, ისინი იკვლევენ მიზნობრივ ჯგუფებს და ახლა გეგმავენ უკვე ანტისხეულების ტესტირებას, იმას, რასაც საქართველო დღესდღეობით უკვე აკეთებს.

მნიშვნელოვანი არის ქვეყნებს შორის მოძრაობის აღდგენა და მათთვისაც, ისევე როგორც საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან პარტნიორებად დარჩებიან ის ქვეყნები, რომლებიც იქნებიან კოვიდისგან თავისუფალი, ვინაიდან ორივე სახელმწიფოსთვის უპირატესია საკუთარი მოქალაქის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად ხელს შევუწყობთ ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას იმ ქვეყნებში, სადაც არ იქნება კოვიდ ინფექციის რისკი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.