გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლევან რატიანი: ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება

29-04-2020

პირველ საუნივესრსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 81 პაციენტი რჩება, 9 პირი კი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

"მთავარია რაოდენობა. ჩვენი კლინიკიდან გაწერილი პაციენტების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც გვახარებს",- აღნიშნა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში საზღვარგარეთიდან გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქის კორონავირუსზე კვლევის პასუხს ელოდებიან.

საქართველოში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 168 და გარდაცვლილია 6 პაციენტი.

პია