გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფოთში „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომების მქონე შვიდი პაციენტია მოთავსებული

29-04-2020

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების ცენტრში“ სულ შვიდი პაციენტი იმყოფება.

ორი მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა და პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

„ლაბორატორიაში გუშინ გაგზავნილი ორი პაციენტის პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ახლა მიმდინარეობს ხუთი ახალი პაციენტის დატესტვის პროცესი. ესენი არიან 75 წლის ქალი, 48 წლის ქალი, 52 წლის კაცი და 37 წლის კაცი ფოთიდან. ასევე 24 წლის ქალი ლანჩხუთიდან. ყველა მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

დღეს, ლუგარის ლაბორატორიიდან დამატებით 15 ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ისინი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები არიან.

1tv.ge