30-04-2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში წუხელ 13 პირის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა COVID 19-ზე კვლევა და ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. საავადმყოფოს პრესსამსახუის ინფორმაციით, ისინი ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებსა და საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალქეები არიან.
გარდა ამისა, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას განცხადებით, დღეიდან ლაბორატორიაში მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყება COVID 19-ზე.
"ხვალიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკ ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ, ჯერჯერობით, კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა",- აღნიშნავს ლელა ქაჯაია.