გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ყვარელში კომპანია "ქინძმარაულთან" ხმაურია

19-02-2018

ამ წუთებში ყვარელში კომპანია "ქინძმარაულთან" ხმაურია. საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი თანამშრომელი სახელფასო დავალიანებების გაცემას ითხოვს.

როგორც მოსახლეობა ამბობს, კომპანია 6 თვის დავალიანების გაცემაზე უარს ამბობს, რის გამოც ადგილობრივები სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებიან.


"მოსახლეობა ულუკმაპურდ დაგვტოვეს. სოფელ ახალსოფელში ნაკვეთები 150, 200 და 300 ლარებში იმ მიზეზით გაგვაყიდინეს, რომ ჩვენ დავსაქმდებოდით. ასეც მოხდა, მაგრამ ნახევარი წლის წინ ბრიგადირები სამახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და ჩვენ ხეფასების გაცემაზე უარი გვითხრეს. არ გავჩერდებით, ვენახებში არავის შევუშვებთ, თუ ხელფასებს არ გადაგვიხდიან , რადგან ის ჩვენი გაშენებულია"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.


ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.


მოსახლეობის პრეტენზიებზე კომპანია "ქინძმარაულში" კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

"პია"