გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლანჩხუთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

19-02-2018

დღეს დილით ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ორმეთში ძლიერი ხანძრის შედეგად  საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ვახტანგ ქარჩავას ორსართულიანი სახლში ცეცხლი სავარაუდოდ მოძველებული ელექტროსადენებიდან გაჩნდა. თავად სახლის მეპატრონე, იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები, მაგრამ, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე სართული მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის ადგილზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ღმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი კახა თევდორაძე იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის ,რომ ქარჩავას ოჯახს დროულად გაეწიოს დახმარება-აცხადებენ მერიაში.

"გურიის მოამბე"