გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკატერინე ტიკარაძე: სატრანზიტო მანქანების მძღოლებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ

30-04-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფართოვდება მიზნობრივი ჯგუფები, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ამ ჯგუფს სატრანზიტო მანქანების მძღოლებიც ემატებიან. მინისტრის თქმითვე, ასევე იგეგმება პაციენტების ტესტირება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით.
ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან თავშესაფრები, ასევე სატრანზიტო მანქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი რისკჯგუფს წარმოადგენენ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ინიციატივაზე, რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულებით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით. 2 დღეში უკვე იქნება გაფართოებული ეს ალგორითმი და შესაბამისად შაბათ-კვირიდან ჩვენ დავიწყებთ ახალი ალგორითმით მოქმედებას," - განაცხადა ტიკარაძემ.