30-04-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვის ჯგუფის წევრებს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაკისრებული-ფუნქცია მოვალეობების პირნათლად შესრულებისთვის, მუშაობის პროცესში გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მეორე წელია ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის, თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას. პროგრამაში ქალაქად და სოფლად 30 ბენეფიციარია ჩართული, თითოეულ მათგანს კვირაში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორჯერ მიეწოდება საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების სერვისი. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით პროგრამას დაემატა პროდუქტებით უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს მოხუცებისთვის თვეში ერთხელ საჭირო საკვები პროდუქტების მიწოდებას.