1-05-2020
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების პერიოდში, აღსაზრდელების ოჯახებისთვის საკვების გადაცემის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.
" საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს უკვე მეორედ გადავეცით სასურსათო პროდუქტი. სურსათის მშობლებისთვის გადაცემა ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა. ამ ოჯახებისთვის გაწეული დახმარება, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ნამდვილად მნიშვნელოვანი და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სასიცოცხლოდ აუცილებელიცაა, რადგან კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ბევრი ჩვენი მოქალაქე დროებით სამსახურის და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ ვცდილობთ თითოეულ მათგანს დავუდგეთ მხარში და შესაძლებლობების ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება." - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით სასურსათო კალათების გაცემის მეორე ეტაპისთვის 82 000 ლარი, ხოლო პირველ ეტაპზე, რომელიც მარტის თვეში განხორციელდა, 128 000 ლარი დაიხარჯა.