გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთხი სოფლის მოსახლეობამ ონის მერიასთან აქცია გამართა

19-02-2018

ონის მერიის წინ სოფლების ნიგავზების, ფარავნეშის, უწერის და ნაკიეთის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

ადგილობრივები, მდინარე რიონზე ონის ჰესის კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, რაჭაში ხშირია მიწისძვრებიც, აქედან გამომდინარე, ოთხ სოფელში მცხოვრები 300-მდე ოჯახი შესაძლოა კატასტროფის წინაშე დადგეს.

აქცის შემდეგ ადგილობრივებმა, ონის კულტურის ცენტრში გადაინაცვლეს, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

საჯარო განხილვას, საკონსულტაციო კომპანია "გამა კონსალტინგის", "მწვანე ალტერნატივას", სს „ონის კასკადის" და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.

"ინერპრესნიუსი"