ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშეთის თემის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

19-02-2018

ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშეთის თემის მოსახლეობამ აქცია გამართა. სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში ადგილობრივებმა თუშეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათთან შეთანხმების გარეშე შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც იგეგმება თუშეთის მიმართულებით პანკისის ხეობიდან საავტომობილო გზის გაყვანა.

მათ ასევე მოითხოვეს, რომ პროექტისთვის გამოყოფილი თანხა არა ახალი გზის მშენებლობას, არამედ თუშეთში არსებულ პრობლემებს მოხმარდეს. 

"ჩვენ არ გვინდა ახალი გზა თუშეთის მიმართულებით. პროექტი რომ შეადგინეს, ჩვენთვის არ უნდა ეკითხათ აზრი? გზის გაყვანის შემთხვევაში დაიწყება ეროზია და ზიანი მოგვადგება თუშ ხალხს. ჩვენ მოვითხოვთ გამოყოფილი თანხა მოხმარდეს იმ გზას, რომლითაც წლებია ვსარგებლობთ და ასევე თუშეთის იმ სოფლებს, სადაც უგზოობის გამო ადგილობრივები მისვლას ვერ ახერხებენ. ჩვენ ჯერ შეხვედრებს გავმართავთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რის მიხედვითაც გადაწყდება რას მოვიმოქმედებთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილე სოსო ბაბულაიძემ. 

პროექტი, რომლის განხორციელებაც სახელმწიფოს მხრიდან დაანონსდა, რამდენიმე რეგიონს აერთიანებს, მათ შორის პანკისის ხეობიდან ახალი გზის მშენებლობას თუშეთის მიმართულებით.

"ინტერპრესნიუსი"