გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოლომონ პავლიაშვილი ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

2-05-2020

ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სავაჭრო ობიექტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვის საკითხებიდეტალურად განიხილეს. აღინიშნა, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, სავაჭრო პროცესის განახლებისთვის, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეზო და ავტოსადგომი.